25 სექტემბერი 2024,   17:00
ვრცლად
მისურიში სიკვდილით დასაჯეს მსჯავრდადებული, რომელიც რეზონანსული საქმის მთავარი ფიგურანტი იყო - უკვე მესამედ, მსჯავრის გაუქმებას თავად პროკურორები ითხოვდნენ

მისურიში სიკვდილით დასაჯეს მსჯავრდებული, რომელიც რეზონანსული საქმის მთავარი ფიგურანტი იყო. საქმე იმაშია, რომ დაკავებულის წინააღმდეგ მსჯავრის გაუქმებას თავად პროკურორებიც ითხოვდნენ. ამის მიუხედავად, 26 წლიანი პატიმრობის შემდეგ, მარსელუს უილიამსი სიკვდილით დასაჯეს. 

სასიკვდილო განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილება შტატის უმაღლესმა სასამართლომ ორჯერ, პირველად 2015 წელს, უფლებადამცველის, მეორედ კი 2017 წელს, შტატის გუბერნატორის შუამდგომლობით მიიღო.

განაჩენის სისრულეში მოყვანა ახალმა გუბერნატორმა მოითხოვა, ეს კი პროკურორის წინააღმდეგობის ფონზე მოხდა.

55 წლის უილიამსი სასიკვდილო ინექციის შემდეგ მისურის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. მას 1998 წელს რეპორტიორ ფელიცია გეილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლას ედავებოდნენ. მსხვერპლს სხეულზე ცივი იარაღით 43 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დღის ამბები