06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ქარიშხალი "ჰელენი" ფლორიდისკენ მიემართება - სინოპტიკოსები მის კიდევ უფრო გაძლიერებას ვარაუდობენ

ქარიშხალი "ჰელენი" ფლორიდისკენ მიემართება. არის მოლოდინი, რომ, ხმელეთთან მიახლოების დროს, ქარიშხალი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ის მექსიკის ყურის თბილი წყლების გავლით მოძრაობს. ინფორმაციას Cbsnews-ი ავრცელებს.

მაიამის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის თანახმად, ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე ოთხშაბათს, დილით, საათში 80 მილს შეადგენდა, რაც მას 1-ლი კატეგორიის ქარიშხალად აქცევს.

ქარიშხლების ზედამხედველობის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ელოდებიან, რომ, ხმელეთთან მოახლოების დროს, ქარიშხალი გაძლიერდება და მე-3 კატეგორიის გახდება, რამაც, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს

ამ დროისთვის, მთელი ფლორიდის მასშტაბით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინებები ვრცელდება.

დღის ამბები