06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ამერიკაში უკრაინის ელჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკაში უკრაინის ელჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს. მაიკ ჯონსონი განმარტავს, რომ ბოლო მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ოქსანა მარკაროვას ნდობა არ შეიძლება.

საუბარია უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ზელენსკის პენსილვანიაში, საბრძოლო მასალის ქარხანაში ვიზიტზე, სადაც არც ერთი რესპუბლიკელი მიწვეული არ იყო. ამ ნაბიჯს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა პოლიტიკური ნაბიჯი და არჩევნებში ჩარევა უწოდა.

ცნობისთვის, პენსილვანია ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, რომელსაც 5- ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დღის ამბები