22 დეკემბერი 2024,   16:37
ვრცლად
პრეზიდენტმა "ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა 

 პრეზიდენტმა "ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. 

ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. 

პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები