06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ჯარისკაცი დაიღუპა - ვერტმფრენი ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა

კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ვერტმფრენი ჰუმანიტარულ მისიის შესრულების დროს ჩამოვარდა და აფეთქდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

ქვეყნის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ დაადასტურა, რომ ჯარისკაცები ვიჩადას აღმოსავლეთ დეპარტამენტში მისიას ასრულებდნენ, როდესაც ვერტმფრენი "მიწას დაეჯახა".

საჰაერო ძალებმა განმარტეს, რომ ვერტმფრენი კუმარიბოს მუნიციპალიტეტის გარაბატოს რაიონში, სამძებრო ოპერაციის იპოვეს და აღნიშნეს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.

დღის ამბები