07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილს სხვა გზა არ აქვს - მიღებული დავალებები უნდა შეასრულოს, ამ დავალებებს კი ხან კარგად, ხან ცუდად ასრულებს" - არჩილ გორდულაძე

პრეზიდენტის მოწოდებას - მომდევნო მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელს უწოდებს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ, "ქართული ოცნების" ავტორობით, ბოლო თვეებში დამტკიცებული კანონები ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს.

შეფასებებში მას არ ეთანხმება მმართველი გუნდი, რომელიც, თავის მხრივ, აქცენტს აკეთებს საკანონმდებლო პაკეტზე სახელწოდებით ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ - დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში პროპაგანდის ხელშეწყობად შეფასდა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ დავალებებს ასრულებს.

"სხვა გზა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, უნდა შეასრულოს მიღებული დავალებები, ამ დავალებებს კი ხან კარგად, ხან ცუდად ასრულებს ხოლმე. მაგალითად, მან არ მოაწერა ხელი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს და ერთი არგუმენტიც კი არ ჰქონდა, რატომ არ მოაწერა ხელი. აი, ასე, უბრალოდ, არ მოაწერა... გაბედა და ისიც კი თქვა, რომ ის რომ იყოს ხელისუფლებაში, ამ კანონს გააუქმებდა.

საზოგადოებისთვის კი ნათელია, ვინ დგას ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი მომავლის მხარეს,"- აცხადებს გორდულაძე.

დღის ამბები