09 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
სახალხო დამცველის აპარატს, წინასაარჩევნო პერიოდში, იდენტიფიცირებული აქვს შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი 15 ფაქტი - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატს, წინასაარჩევნო პერიოდში, იდენტიფიცირებული აქვს შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი 15 ფაქტი.

ომბუდსმენის ცნობით, 4 ფაქტი ეხებოდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფას; ერთ შემთხვევაში - ინფორმაცია გავრცელდა ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირების შესახებ.

ლევან იოსელიანის შეფასებით, მსგავსი ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოებას.

"დაახლოებით 18 ფაქტი იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, რომელიც ეხება, შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ გარემოებას. 18 ფაქტიდან 15 დანაშაულის ნიშნების შემცველ გარემოებას შეეხება, 4 ფაქტი ეხებოდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფას, ერთ შემთხვევაში - ინფორმაცია გავრცელდა ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირების შესახებ. 2 ფაქტი - შეეხებოდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წევრების
სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფას; 1 ფაქტი - პენიტენციურ სისტემაში პატიმართა მიმართ ზეწოლას "ქართული ოცნებისთვის" ხმების შეგროვების მიზნით (სოციალური დახმარების მოხსნის, ფიზიკური ანგარიშსწორების, დისციპლინური სახდელის დაკისრების მუქარა); 2 ფაქტი - "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისგან მუქარას; 5 ფაქტი - კერძო საკუთრების სავარაუდო დაზიანების ფაქტს, საიდანაც ერთ-ერთი "ქართული ოცნების" ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის საკუთრების მიმართ განხორციელდა.

ზემოაღნიშნული შემთხვევების ნაწილზე სახალხო დამცველის აპარატს მიღებული აქვს უკვე ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებიდან და განაგრძობს უფლებამოსილების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებებზე ზედამხედველობას," - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

დღის ამბები