09 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
"ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობასა და ღირსეულ ევროპულ მომავალს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდება.

შეხვედრა წინანდალში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, პარტიის რეგიონულ წარმომადგენლებთან საუბარი ეხება ძირითადად საარჩევნო გარემოს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართველი ხალხი მშვიდ და სტაბილურ მომავალს ირჩევს.

"საჭიროა ჩვენი მომხრეების მაქსიმალური მობილიზება, იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი დაიდოს ყველა რეგიონში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული, რა შედეგი უნდა დადგეს ამ არჩევნებით - ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობასა და ღირსეულ ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ არავითარი შანსი ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას არ აქვს ამ არჩევნებში,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები