21 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სახანძრო ეკიპაჟების ინფორმაციით, ბოლონიის მახლობლად სტიქიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

ძლიერმა წვიმამ ემილია-რომანიაში რამდენიმე მდინარის ადიდება გამოიწვია.

ბოლონიის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა შენობებში დარჩნენ, რადგან მრავალი გზა წყალმა დატბორა და გაიცა ევაკუაციის ბრძანებები სხვადასხვა რეგიონში.

 

დღის ამბები