21 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
"ზურაბიშვილი შევა ისტორიაში, როგორც მრავალგზის ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი" - გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა - არჩევნებამდე "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სარჩელით მიმართავს. ამ წუთებში, თემაზე საპროცედურო კომიტეტი მსჯელობს. ეს არის ბოლო პროცედურა პარლამენტში, რის შედეგად საკითხი უკვე ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილს კვლავ უნებართვო ვიზიტების გამო ედავება. პრეზიდენტის ვადა მიმდინარე წელს ისედაც იწურება, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მისთვის პრინციპული საკითხია სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტი ერქვას.

"ნაიმპიჩმენტარი ზურაბიშვილი ისევ იმპიჩმენტს ელოდება. დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ჩვენ განვიხილავთ პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობას, რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ზურაბიშვილი შევა ისტორიაში, როგორც მრავალგზის ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი, იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციას სისტემატურად არღვევს, ქართულ სახელმწიფოს პატივს არ სცემს, კონსტიტუციას ლახავს იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციაში უწერია, რომ ის უნდა იყოს პირველი გარანტორი კონსტიტუციის დაცვის და საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს, თუ რამდენჯერ და როგორ უხეშად დაარღვია ზურაბიშვილმა კონსტიტუცია," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები