21 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
ნიუ-მექსიკოს შტატში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია - დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.

მაშველებმა დატბორილი ტერიტორიებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნიუ-მექსიკოს ნაციონალურმა გვარდიამ, სულ მცირე 290 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათგან 38 საავადმყოფოსი გადაიყვანეს.

ნიუ-მექსიკოს პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, გარდაცვლილების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, სტიქიის ეპიცნტრში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დღის ამბები