21 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
"მათი გადმოსახედიდან, პრეზიდენტი აღარ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს და რატომ აწუხებთ მის მიერ რაღაც ქმედებების ჩადენა, გაუგებარია" - ბექა ლილუაშვილი იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მორიგ პროცედურას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო, ოპოზიციაში თემის გადატანის მცდელობად აფასებენ. პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის სპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ეს თემა არჩევნებამდე 5 დღით ადრე ქვეყანაში არავის უნდა აინტერესებდეს.

"ეს არის თემის გადატანის მცდელობა. 5 დღე დარჩა არჩევნებამდე და, მგონი, ამ ქვეყანაში ეს საკითხი საერთოდ არავის არ უნდა აინტერესებდეს. რაც შეეხება თავად ამ პროცედურის რელევანტურობა-არარელევანტურობას, რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა, დღეს ეს "ქართულ ოცნებას" არ აქვს, ხოლო შემდეგი მოწვევის პარლამენტში, უბრალო უმრავლესობა - 76 კაციც არ ეყოლებათ, ეს არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ თუ "ქართულ ოცნებაში " პრეზიდენტი არაუფლებამოსილ პირად მიაჩნიეთ, მაშინ არ უნდა აწუხებდეთ მისი ქმედებები.

"შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყარა კენჭი და ყველა დეპუტატმა, ვინც იყო დარბაზში, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხეს იმპიჩმენტის გამოცხადება, მაგრამ დააჭირეს თანხმობის ღილაკს იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მე არ მესმის "ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლების, რომლებიც გამოდიან ახლა და პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობენ, რადგან მათთვის, მათი გადმოსახედიდან, პრეზიდენტი აღარ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს და რატომ აწუხებთ არაუფლებამოსილი პირის მიერ რაღაც ქმედებების ჩადენა, ჩემთვის გაუგებარია," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

დღის ამბები