21 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
აშშ-ში ავიაკატასტროფა მსხვერპლით დასრულდა

აშშ-ში, ჰიუსტონში, ავიაკატასტროფა მსხვერპლით დასრულდა. ვერტმფრენი რადიოანძას შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ჰიუსტონის პოლიციის ინფორმაციით, კერძო ვერტმფრენი ანძას, კვირას, ადგილობრივი დროით 19:54 საათზე შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ოთხივე დაღუპული ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა და ავარიის შედეგად ხმელეთზე არავინ დაშავებულა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები