21 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
"ქართული ოცნების" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა მოსახლეობას გეგეშიძის ბაღში შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, გეგეშიძის ბაღში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ზუკა რურუამ აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მოქალაქეები გაეცნენ "ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, შეაფასეს პოლიტიკური ვითარება, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად.

დღის ამბები