23 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
“დღეს ამინდმა გაგვიმართლა და ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით“ - “ქართული ოცნების“ ღონისძიების რეჟისორი

“ქართული ოცნების“ დასკვნითი შეკრება თბილისში - მმართველი პარტია არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მომხრეებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. საღამოს შვიდ საათზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები.

“ქართულ ოცნებაში“ ელოდებიან, რომ ღონისძიება მასშტაბური იქნება - დედაქალაქში მცხოვრებლების გარდა, ადგილზე იქნებიან რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც. პარტიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოძრაობა დილიდან გადაკეტილია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე დასრულებულია საორგანიზაციო სამუშაოები:

“დღეს ამინდმა გაგვიმართლა და ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით. ელოდებათ კარგი განწყობა, საინტერესო გამოსვლები, ლიდერშიპი, რომელიც საარჩევნო კამპანიას შეაფასებს და გასცემს იმ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებებს, რასაც საქართველოს მოსახლეობას ჰპირდებიან მომავალი 4 წლის განმავლობაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და უკვე ევროკავშირის წევრები ვიქნებით,“- აცხადებს ღონისძიების რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე.

დღის ამბები