23 ოქტომბერი 2024,   19:27
ვრცლად
ავსტრალიაში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიაში, მელბურნის დასავლეთით, ბაკუს მარშის აეროპორტის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი და თვითმფრინავის ერთადერთი მგზავრი დაიღუპნენ. ინფორმაციას skynews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე, აეროპორტთან არსებულ ველზე ჩამოვარდა.

ავსტრალიის სატრანსპორტო უსაფრთხოების ბიურომ, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები