23 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლარიზებული გარემოს პირობებში შექმნილიყო ისეთი მოდელი, რომელიც არ დატოვებდა სივრცესაც კი მანიპულაციებისთვის - გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი “დღის კურიერის“ ეთერში ახალ საარჩევნო ტექნოლოგიაზე საუბრობს.

“2018 წლიდან დღევანდელ დღემდე ინსტიტუციამ, რეალური არჩევნების პირობებში სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების პილოტირება მოახდინა, რომელიც საბოლოო ჯამში საფუძვლად დაედო იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კანონმდებელმა განიხილა და შემდეგ უკვე კანონად აქცია.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული სტანდარტი საუბრობს იმაზე, რომ თუ ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ის რამდენჯერმე უნდა იყოს პილოტირებული და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული.

ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლარიზებული გარემოს პირობებში შექმნილიყო ისეთი მოდელი, რომელიც არ დატოვებდა სივრცესაც კი მანიპულაციებისთვის და სპეკულაციებისთვის.

ჩვენ გვაქვს საუკეთესო მოდელი შერწყმული ერთმანეთში, ერთი იმიტომ, რომ ინტერნეტის გამოყენებას არ ექნება ადგილი, ასევე მეორე მთავარი ნაწილი, რომლითაც ევროპულ სტანდარტებს ვუპასუხეთ ეს არის ქაღალდის კვალის არსებობა, ყველა მოქმედების დროს ქვითრების ამობეჭდვა. ეს პროცესს ხდის აუდიტირებადს და შემოწმებადს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მაღალი ამომწურავი ინფორმაცია ამ ტექნოლოგიების შესახებ,“- აცხადებს გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები