23 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე, რათა თქვენი ნება დაფიქსირებული იყოს - ცესკოს თავმჯდომარის განმარტება

რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე - “დღის კურიერის“ ეთერში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საკითხზე დეტალურად ისაუბრა.

“რაოდენ სიკეთეების მომტანი და უპირატესობების მქონეც არ უნდა იყოს ტექნოლოგიური საშუალებები, ცხადია, თუ ამომრჩეველი არ არის ინფორმირებული ამ ყველაფრის შესახებ ის იქნება წყალში ჩაყრილი. ამიტომ, ჩვენ წელიწად ნახევრით ადრე დაწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგებში უზრუნველვყავით 600 000-ზე მეტი ამომრჩევლის პირისპირ ურთიერთობის გზით ინფორმირება ამ ტექნოლოგიური საშუალებების შესახებ. ჩვენ შევქმენით ყველა ის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ პირებამდე გვქონდა ამ ინფორმაციის მიტანის საშუალება, თუმცა, იმის ილუზია, რომ 3 მილიონ ნახევრამდე სრულად მოვახერხებდით ამის მიტანას, ვფიქრობ ეს სადაო არც კი ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავაზღვიოთ ის რისკი, რომელიც უკავშირდება თუნდაც იმ ერთადერთ ცვლილებას, რომელიც ამომრჩევლის ნაწილში, რომელიც გახლავთ ნების გამოხატვისა და დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შემოხაზვის, ან სხვაგვარად ნების დაფიქსირების ნაცვლად, ამომრჩეველმა უნდა გააფერადოს შესაბამისი სუბიექტის წინ არსებული წრე.

იმისათვის, რომ თქვენი ნება იყოს დაფიქსირებული აუცილებელია წრის შიდა სივრცის გაფერადება. ამის შემდეგ, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ თქვენ სწორად მიიღეთ ინფორმაცია, იქვე, კომისიის წევრ რეგისტრატორთან ერთად, მოახდენთ წრის გაფერადებას. როდესაც კომისიის წევრი დარწმუნდება რომ თქვენ ეს ინფორმაცია მიიღეთ, გადმოგეცემათ ბიულეტენი სპეციალურ ჩარჩო ფორმასთან ერთად, რომელიც სპეციალურად შექმნილია რათა ხმის ფარულობა იყოს სრულად უზრუნველყოფილი, აღნიშნულ ჩარჩო ფორმაში გადმობრუნებული სახით, ამომრჩეველი საარჩევნო კაბინაში წავა. დღეს უკვე დაბეჭდილი საარჩევნო ბიულეტენისა და შესაბამისი პროცედურის გავლის მიხედვით, ამომრჩეველს დახვდება 18 პოლიტიკური გაერთიანება. ამომრჩეველი, სპეციალური მარკერით უზრუნველყოფს ამ 18 სუბიექტიდან მისთვის სასურველის შერჩევას.

რაც შეეხება აჭარას, იქ 11 სუბიექტი არის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე, ამომრჩეველს ასეთ შემთხვევაში, ბიულეტენში ერთი სვეტის ნაცვლად დახვდება ორი სვეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ორივე სვეტში შესაბამისი გაფერადება უნდა გააკეთოს და იგივე იქნება ჩოხატაურისა და სამტრედიის შემთხვევაში, სადაც გვაქვს საკრებულოს შუალედური არჩევნები,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები