23 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
"ჩვენი თითოეულის ვალია, ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა, ამისათვის ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი "ქართულ ოცნებას" - გენო პეტრიაშვილი

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. მხარდამჭერებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ადგილზე იმყოფება "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი გენო პეტრიაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ყველამ ერთად უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულ ოცნებას", რათა ქვეყანას გავუფრთხილდეთ. 

"თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსების, პატიოსნების და ქართველი ერის სიძლიერის მხარეს. არ დავუშვებთ და არცერთ პოლიტიკურ ძალას და გაერთიანებას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები და ჩვენი ქვეყანა ისევ თავდაყირა დააყენონ. ჩვენი თითოეულის ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა. ამისათვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი "ქართულ ოცნებას" და გავაფერადოთ 41 ნომერი," - აცხადებს "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი გენო პეტრიაშვილი.

"ქართული ოცნების" შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება თბილისში დღეს 19:00 საათზე გაიმართება - მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან ცენტრალურ გამზირზე. შეხვედრის მთავარი ადგილი თავისუფლების მოედანია. იქ "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები რამდენიმე მსვლელობით მივლენ.

ერთ-ერთი მსვლელობა ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან იწყება. ადგილზე შეკრებილი არიან როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე სხვადასხვა ასაკის მხარდამჭერები, მათ შორის რეგიონებიდან.

დღის ამბები