23 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
დონეცკის ოლქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაიჭრა

დონეცკის ოლქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაიჭრა. ოკუპანტის მიერ დასახლებების დაბომბვის შემდეგ, განადგურებულია კერძო სახლები და ავტომობილები.

დაზიანებულია მნიშვნელოვანი გაზ სადენიც. აფეთქებები იყო ჩერკასკშიც, ქალაქში იერიშების შემდეგ ინფრასტრუქტურაა განადგურებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი შესაძლოა გაფართოვდეს.

მედიის ცნობით, რუსეთის კურსკის ოლქში, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველ დანაყოფს ელოდებიან.

საკითხს ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. როგორც მარკ რუტე ამბობს, “თუ დადასტურდა, რომ რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ფხენიანი არმიას აგზავნის, ეს ვითარების მნიშვნელოვან ესკალაციას გამოიწვევს“.

დღის ამბები