25 ოქტომბერი 2024,   17:32
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილზე: მარტივი მისახვედრია, რატომ აკეთებს ბრალდებული პირი ასეთ განცხადებას არჩევნების წინა დღეს - მთავარი, ალბათ, ის არის, რომ თავი გადაირჩინოს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის განცხადებებს ეხმაურება. თეიმურაზ წიქვაძე ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ცრუობს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თანხების მითვისებაზე საუბრობს.

ადვოკატი სვამს კითხვას - რატომ არ ისაუბრა აღნიშნულ "დანაშაულებზე" ბაჩიაშვილმა აქამდე და რატომ აძლევს ინტერვიუს ერთ-ერთ ტელევიზიას არჩევნების წინა დღეს? 

"გიორგი ბაჩიაშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი, დაახლოებით 9 000 ბიტკოინის მითვისების საქმეზე. ალბათობის მაღალი ხარისხით, ბაჩიაშვილის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ამიტომ დაველოდოთ ამ სასამართლო პროცესებს და საზოგადოება თავად იხილავს, რა მტკიცებულებებია საქმეში.

აუდიო ჩანაწერი, რაზეც ბაჩიაშვილმა მიანიშნა გადაცემის ანონსის დროს, ამას მეც გიდასტურებთ, რომ არსებობს ასეთი ფარული ჩანაწერი ნამდვილად, მაგრამ ჩემი, როგორც დაზარალებულის წარმომადგენლის, ადვოკატის, ეს ფარული ჩანაწერი ბევრად უფრო ამძიმებს კიდევ მის რეალობას.

ეს მოცემულობაა რეალურად, როდესაც ბრალდებული პირი არჩევნების წინა დღეს ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს 400 მილიონი, ამხელა დანაშაულის შესახებ თუ მან იცოდა, ასეთი მასშტაბის დანაშაულზე და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებაზე თუ იცოდა, ამის ახლა თქმა აბსოლუტურად გაუგებარია. მგონი, ელემენტალური ანალიზი სჭირდება ამას და საზოგადოებას ეს არ გაუჭირდება - თუ რატომ ახლა.

იმ პირობებში, თუ კი მას დაუმტკიცდება დანაშაულის ჩადენა, საკმაოდ სოლიდური სასჯელია იმისთვის გათვალისწინებული, თუ არ ვცდები, დაახლოებით 9 წელი. ბუნებრივი არის, ალბათ მოსალოდნელიც იყო გარკვეულწილად მისნაირი ადამიანისგან ასეთი ქმედებები.

ალბათ, ეს მიზნად ისახავს იმას, რომ ჩემი მარწმუნებლის ინტერესები დააზიანოს, ზიანი მიაყენოს, დღეს ჩემი მარწმუნებელი პოლიტიკაში იმყოფება, პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა საზოგადოებრივთან ერთად, ალბათ ერთ-ერთი მიზანი ესეც არის, ესეც ჩანს. მაგრამ, მთავარი, ალბათ, ის არის, რომ თავი გადაირჩინოს,“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიუმურაზ წიქვაძე.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები