25 ოქტომბერი 2024,   19:35
ვრცლად
"ჩვენი შეთავაზებაა, ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა, ერთიანობით, ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ყველანაირი დაპირისპირება დავასრულოთ, არანაირი შურისძიება, მეორე დღიდანვე უნდა გადავიდეთ საქმეზე, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა" - ლევან ხაბეიშვილი

"ჩვენი შეთავაზება არის, ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა, ერთიანობით, ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ყველანაირი დაპირისპირება დავასრულოთ, არანაირი შურისძიება, მეორე დღიდანვე უნდა გადავიდეთ საქმეზე, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა" - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, ქვეყანა უნდა აშენდეს ერთიანი ძალებით.

"მე ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, მათ შორის ნეიტრალურები რომ არიან, ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ხელისუფლების პირობებში გვიწევს ცხოვრება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ეს უკვე ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა, სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უნდა გესმოდეთ, რომ ამ არჩევანის გაკეთების დროს უნდა გაითვალისწინოთ - თუ გინდათ, რომ მარტო ლენინგრადში გაფრინდეთ და მოსკოვში, კი ბატონო, და თუ გინდათ ევროპის და ევროპული ოჯახის წევრები ვიყოთ, ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქი ამას არ გააკეთებს, მეტიც, რუსეთის უკანა ეზოდ უნდა რომ აქციოს ჩვენი ქვეყანა და ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად გააანალიზოთ, სანამ არჩევანს გააკეთებთ და ასევე სანქციები, რომლებიც უკვე კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ, თუ ქვეყანა ასე გააგრძელებს, ქვეყნის სახელმწიფოს მტრები, რუსეთუმეები, რუსეთის უკანა ეზოდ რომ უნდათ საქართველო გახადონ, თუ ასე გაგრძელდება - სანქციები ემუქრება, სამწუხაროდ, ქვეყანას და ქვეყნის სანქცირება ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კოლაფსი იქნება და ახლა ადამიანები, რომლებიც ვსაუბრობთ და ვიღაცას ხელფასი აქვს 500, 1 000 თუ 2 000 ლარი, ეს ლარი გახდება კუპონი, ქაღალდი, 1 დოლარი რომ 15 ლარი გახდება ამ სანქციების პირობებში, აღარ ეყოფა იმ ადამიანს 3 000 ლარი ხელფასი რომ აქვს და ქაღალდი გახდება, მსყიდველუნარიანობა არ ექნება, ესეც უნდა გაითვალისწინოთ და აქეთკენ მივყავართ ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენი შეთავაზება არის, ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა, ერთიანობით, ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ყველანაირი დაპირისპირება დავასრულოთ, არანაირი შურისძიება, მეორე დღიდანვე უნდა გადავიდეთ საქმეზე, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები