25 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
"ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ და მთელი ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან მთლიანად გულწრფელობაზეა აგებული" - ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეუთო/ოდირთან გამართულ შეხვედრებზე და იმ თემებზე საუბრობს, რომელიც მათთან შეხვედრის დროს განიხილება. 

"ეს არის თემები წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ხშირია ეს შეხვედრები, ინფორმაციების გაცვლა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაწვდით ისეთ ტიპის ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ დარღვევებია, უხეში ჩარევებია და დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოო დასკვნაში ეს ყველაფერი ასახული იქნება. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ და მთელი ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან მთლიანად გულწრფელობაზეა აგებული," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები