25 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
"53 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციასთან... სწორედ ამიტომ არ აისახა მათ ანგარიშებში ის დარღვევები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ" - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან, 53 პირდაპირ ან ირიბადაა დაკავშირებული ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომაა, რომ მათ ანგარიშებში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არსებული დარღვევები არ აისახა.

"102 ადგილობრივი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული და აქედან 53 ორგანიზაცია არის პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს 53 სადამკვირვებლო ორგანიზაცია თავის ანგარიშში ასახავს იმ დარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

შესაბამისად, ჩვენ არანაირი ნდობა ამ ორგანიზაციების მიმართ არ გვაქვს, რადგან ისინი არიან პოლიტიკური პარტიების ნაწილი და მათ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ნდობა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე, სადაც ნათლად ჩანს პოლიტიკური მიკერძოება. სწორედ ამიტომ, არ არის ასახული მათ ანგარიშებში ის დარღვევები, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ და არც იქნება ასახული, ანუ, ამის იმედი და მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები