25 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
"ეს არის ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული კანონდარღვევა" - თინა ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებზე ახალი წარწერების გადაკვრის შესახებ

თბილისის ქუჩებში, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერებზე ახალი წარწერების გადაკვრასთან დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობაში" საკითხს მმართველ პარტიას უკავშირებენ.

პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ მათ ბანერებზე წარწერები სახელისუფლებო პარტიის დავალებით გაჩნდა.

"ეს არის ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული კანონდარღვევა, რომლითაც დაფარეს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ბანერები, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მთავარი მოწინააღმდეგე არის სწორედ 5-იანი, არის "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ზვიად ძიძიგურმა.

"5 ნომრის და 41 ნომრის დაპირისპირებას და კინკლაობას 12 წელია ვუყურებთ. ეს არის პლაკატების ომი, რომელიც რაც არჩევნები მახსოვს, ყველა არჩევნების დროს იყო. მე ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელო დეტალი იმ დარღვევებთან შედარებით, რა დარღვევებსაც აქვს ადგილი," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ "ქართულ ოცნების" და "ნაციონალურ მოძრაობს" მთავარი ინტერესი ერთმანეთთან ბრძოლაა.  

"ჩვეულებრივად, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთთან ბრძოლის გარდა, მეტი არაფერი არ აინტერესებთ. ეს იყო ერთმანეთის მიმართ ბრაზის გამოხატვა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ფეისბუქისთვის კეთდება, რომ თქვან რომ ეს მოხდა. ათასობით ბანერი აქვთ და 2-3 რომ გადაფარეს, ეს არაფერს არ ცვლის," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები