27 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
“ექსცესები არ ყოფილა და საბოლოოდ, საარჩევნო პროცესს დადებითად ვაფასებთ“ - კანდელა სოლ სილვა

როგორც ჩემმა კოლეგებმაც თქვეს, ექსცესები არ ყოფილა და საბოლოოდ, საარჩევნო პროცესს დადებითად ვაფასებთ, - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებელი, ჟურნალისტი, კანდელა სოლ სილვა აკეთებს.

მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი და ზოგადად, გარემო მშვიდი იყო.

“გუშინ დილიდან ვაკვირდებოდით არჩევნებს. ხმის მიცემის პროცესი და ზოგადად, გარემო იყო მშვიდი. აქტივობა მაღალი იყო. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. როგორც ჩემმა კოლეგებმაც თქვეს, ექსცესები არ ყოფილა და საბოლოოდ, საარჩევნო პროცესს დადებითად ვაფასებთ.“ - აცხადებს კანდელა სოლ სილვა.

დღის ამბები