27 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
"არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა, მოქალაქეებმა გამოხატეს საკუთარი დემოკრატიული უფლება" - ხორხე გონსალეზ გალარზა

“აქტივობა მაღალი იყო და მოქალაქეები მობილიზებული იყვნენ, რომ ხმა მიეცათ,“ - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი, ანალიტიკოსი, ხორხე გონსალეზ გალარზა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მოქალაქეებმა გამოხატეს საკუთარი დემოკრატიული უფლება.

“არჩევნებმა დემოკრატიულად და მშვიდ გარემოში ჩაიარა. აქტივობა მაღალი იყო და მოქალაქეები მობილიზებული იყვნენ, რომ ხმა მიეცათ. რაც შეეხება თავად პროცესს, არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. მოქალაქეებმა გამოხატეს საკუთარი დემოკრატიული უფლება საკუთარი კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად,“ - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი, ანალიტიკოსი, ხორხე გონსალეზ გალარზა.

დღის ამბები