27 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
"არჩევნები შედგა, ელექტრონულმა სისტემამ არჩევნების ყოველგვარი დელეგიტიმაციის შესაძლებლობა გააქარწყლა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა კახეთშიც. წინასწარი მონაცემებით, კახეთის საარჩევნო ოლქებიდან მმართველ გუნდს ყველაზე მეტი მხარდამჭერი - ამომრჩევლის 66% დედოფლისწყაროში ჰყავს, ყველაზე ცოტა კი თელავში და ეს თითქმის 55%-ია.

საარჩევნო უბნების ნაწილზე კენჭისყრა ძველი წესით ჩატარდა.

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არჩევნები შედგა და ელექტრონულმა სისტემამ არჩევნების ყოველგვარი დელეგიტიმაციის შესაძლებლობა გააქარწყლა.

"კახეთშიც გამორჩეულად მაღალი შედეგები მივიღეთ - ისეთი შედეგები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა, მათ შორის, ქალაქ თელავშიც. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი იყო ქართველი ხალხის სურვილი, რომ შეენარჩუნებინა ამ ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, პროგრესი, ყოფილიყო ერთგული თავისი ტრადიციების და ამ გზით გვევლო ევროპისაკენ. არჩევნები შედგა, ვერცერთი კონკრეტული ფაქტი ვერც წინა საარჩევნოდ და ვერც არჩევნების დღეს ვერ მოიტანეს. ელექტრონულმა სისტემამ არჩევნების ყოველგვარი დელეგიტიმაციის შესაძლებლობა გააქარწყლა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები