27 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
აჭარაში მმართველმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა

მმართველმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა აჭარაში, სადაც ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის გარდა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებსაც ირჩევდა.

უსკოს წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნება“ 56%-ზე მეტით ლიდერობს. საარჩევნო ბარიერი აქაც მხოლოდ ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა.

ამ დროისათვის საარჩევნო ბარიერი გადალახა შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა:

“კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ - 8.41%

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 14.28%

“ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 6.31%

“გახარია საქართველოსთვის" - 8.64%

“ქართული ოცნება“ - 57.38%

დღის ამბები