27 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
წინასწარი მონაცემებით, გურიაში, "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 62%-ზე მეტი მოიპოვა

წინასწარ მონაცემებით, გურიაში მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

"ქართული ოცნების" მომხრეთა საშუალო რაოდენობა, რომელთაც ხმა საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს, გურიაში 62%-ს აჭარბებს.

ოზურგეთის N60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომიძის განცხადებით, წინასწარი შედეგები ასე გადანაწილდა:

N5 - 9.18%
N4 - 6.64%
N9 - 6.98%
N25 - 5.44%
N41 - 64.95%

"საოლქო საარჩევნო კომისიაში ხუთი საჩივარი შემოვიდა, რომელიც პროცედურული ხასიათისაა და გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ტექნოლოგიებმა გამართულად იმუშავა", - განაცხადა ბერდია ლომიძემ.

დღის ამბები