27 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
"საარჩევნო პროცედურები ძალიან მშვიდ გარემოში, გამართულად მიმდინარეობდა" - ოლტა ქეივანი

"ალბანეთის საარჩევნო სისტემის განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენლის, ოლტა ქეივანის განცხადებით, საარჩევნო პროცედურები ძალიან მშვიდ გარემოში, გამართულად მიმდინარეობდა.

მისი განმარტებით, უბნებზე, კომისიის წევრები ძალიან კარგად ართმევდნენ თავს საკუთარ ფუნქცია/მოვალეობებს და პროცესი ეფექტურად წარმართეს.

"მინდა, არჩევნების დღესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნის შედეგები შევაჯამო. თბილისის მასშტაბით, დიდ და მცირე საარჩევნო უბნებს დავაკვირდით. ჩვენი სადამკვირვებლო მისიის სამუშაო დაეყრდნო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცედურები ძალიან მშვიდ გარემოში, გამართულად მიმდინარეობდა. უბნებზე, კომისიის წევრები ძალიან კარგად ართმევდნენ თავს საკუთარ ფუნქცია/მოვალეობებს. საარჩევნო პროცესი ეფექტურად და მართებულად წარმართეს", - განაცხადა ოლტა ქეივანმა.

დღის ამბები