27 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
"არჩევნებისთვის მომზადება იყო კარგად ადმინისტრირებული და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ" - პასკალ ალიზარდი

რაც შეეხება კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადებას, ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, - ამის შესახებ  საფრანგეთის სენატის წევრმა, პასკალ ალიზარდმა განცხადება.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, რომლის შემადგენლობაში არიან ეუთო-ოდირის წარმომადგენლებიც, ამ წუთებში ბრიფინგს მართავენ. 

"რაც შეეხება კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადებას, ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს. პოლარიზებული მედია გარემო და ასევე კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე, ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოითხარა შეზღუდულმა აღსრულებამ და ასევე, არსებობდა ეჭვები იმაზეც, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგანოსი და იბადებოდა ეჭვები მისი მიუკერძოებლობის მიმართ. ქალების ნაკლებად წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და კამპანიებში, ეს აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება იმისათვის, რომ უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში," - აცხადებს პასკალ ალიზარდი.

დღის ამბები