01 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - იმსჯელებენ ორივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე. მათგან ერთი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე, კანონის დარღვევით, ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. ამ ფაქტის გამო, უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა.

გამოძიება მიმდინარეობს არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბების მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

დღის ამბები