01 ნოემბერი 2024,   16:11
ვრცლად
"თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს იმედს გაუცრუებდა - ამ ხალხს რომ ირჩევდნენ და ახლა პრეტენზიები აქვთ, რატომ არ გაქვთ გეგმაო, რის იმედი ჰქონდათ?!" - გურამ მაჭარაშვილი

"თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამომრჩეველს იმედს გაუცრუებდა ოპოზიცია," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ გეგმა ორშაბათს წარადგინოს.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წევრები უპრინციპოები არიან და იმას იმკიან, რაც დათესეს წინასაარჩევნოდ.

"ამ ხალხს რომ ირჩევდნენ და ახლა პრეტენზიები აქვთ, რატომ არ გაქვთ გეგმაო, რის იმედი ჰქონდათ?! - აბა, რომელი ადამიანი პრინციპული აქედან, დავიწყოთ მელიათი, რომელმაც, რაც თქვა, პირიქით გააკეტა ყველაფერი. არ შევალ ციხეშიო - შევიდა, არ გამოვალ ციხიდანო - გამოვიდა, არ გადავიხდიო - გადაიხადა, არ შევალ პარლამენტშიო და შევიდა. გვარამია მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვა ზურაბიშვილს, ახლა მის ხატზე იფიცებს. ასეთ ადამიანებს რომ აირჩევ, მერე რა გეგმას სთხოვ?!

ოპოზიციამ რაც დათესა, იმას იმკის - დათესა ზიზღი, სამშობლოს სიყვარულის გაქრობა, ომის პროპაგანდა. ის, რომ ვერ წარადგინეს ვერც გეგმა, ისიც კი ვერ თქვეს, ვინ იტყვის ამ გეგმას, იმის მტკიცებულებაა, რომ ვერ ექნებათ ვერავითარი გეგმა ვერავის, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულებები გაყალბებასთან დაკავშირებით. ახლა გამოდის, რომ ოპოზიცია ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, რომელიც იქ არ არის," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები