01 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
თურქეთში, ტურისტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში, ალანიაში, რუსი ტურისტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთის 49 წლის მოქალაქე ქალი სასტუმროს თანამშრომლებმა საკუთარ ნომერში იპოვეს. ის იატაკზე უგონო მდგომარეობაში იწვა.

ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ ქალი გარდაცვლილი იყო. ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნით, ქალი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ტურისტის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები