01 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება - გასულ ღამეს, ქვეყნის 9 რეგიონის მიმართულებით, ოკუპანტმა 150-ზე მეტი დრონი გაუშვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება - გასულ ღამეს ქვეყნის 9 რეგიონის მიმართულებით ოკუპანტმა 153 საბრძოლო დრონი გაუშვა. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხარკოვის ოლქში, აფეთქებების შედეგად, 17 შენობა ნაგებობა დაზიანდა. თავდასხმის სამიზნე ზაპოროჟიეს ოლქიც გახდა, რუსეთის ძალებმა რეგიონზე 287 იერიში მიიტანეს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

უკრაინის შესახებ განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ენტონის ბლინკენის თქმით, კურსკის ოლქში 8ა ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია გადასროლილი. პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ ისინი უკრაინის ძალებს უახლოეს მომავალში დაუპირისპირდნენ.

 

დღის ამბები