საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის განცხადებით, გაეროს კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის საქართველოს როლზე.
"შეხვედრები გაიმართება უმაღლეს რანგში. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესმება საქართველოს როლს კავკასიის რეგიონში, მშვიდობის შენარჩუნებისათვის და ეკონომიკური გაძლიერებისათვის. მრავალმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, რაც ასევე იქნება მიმართული ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკურ გაძლიერებაზე", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.