ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები თბილისში იმყოფებიან. დილიდან, დაგეგმილია მათი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ევროპელი კანონმდებლების ვიზიტს ეხმიანებიან პოლიტიკოსები.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ კონკრეტული ჯგუფების მხარდაჭერა
ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები თბილისში ვიზიტი ქვეყანაში არადემოკრატიული პროცესების წარმართვას ახალისებს.
"გარკვეული ბიუროკრატები ოპოზიციის, ვითომ სამოქალაქო სექტორისა და სხვა, არა ქვეყნის ინტერესის მიმართულებით მხარდაჭერას გამოთქვამენ. რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესს, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ეს ახალისებს არადემოკრატიულ და არა ქვეყნის ინტერესების საქმიანობას", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.