16 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
ცესკოს შემაჯამებელი სხდომა განახლდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა განახლდა. სხდომა დაწყებიდან 3 წუთში, დაპირისპირების გამო შეწყდა, რისი მიზეზიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისთვის, გიორგი სიორიძისთვის მიკროფონის გათიშვა გახდა. სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ მიკროფონი რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის გამო გაუთიშა, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.

ამის შემდეგ, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი სითხე შეასხა.

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.

 

დღის ამბები