აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენება მისცა. ენტონი ბლინკენმა დაიცვა 2021 წელს ავღანეთიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება და ის ავღანეთის ყველაზე გრძელი ომის დასასრულად მოიხსენია.
ბლინკენის განმარტებით, ამ ნაბიჯმა შესაძლებელი გახადა ამერიკის სამხედრო რესურსების გამოყენება სხვა კონფლიქტებისთვის.
"ჩვენი მეტოქეები, მათ შორის რუსეთი, კმაყოფილები იქნებოდნენ, თუკი ავღანეთში კიდევ 20 წლის განმავლობაში დავრჩებოდით" - განაცხადა მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე.
ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სირიაზეც და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავარი მიზანი სირიაში ის იყო, რომ შტატებმა უზრუნველყოს, რათა არ მოხდეს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოს აღზევება.