რუხში, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს მოტობლოკები, ტექნიკა-დანადგარები და გარკვეული ტიპის ციტრუსის ნერგები გადაეცათ.
21 დევნილ მოქალაქეს სამეწარმო საქმიანობის გაძლიერების, წახალისებისა და გაუმჯობესების მიზნით, საჭირო დანადგარები და მოტობლოკები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ გადასცა.
ღონისძიებას გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.