შეერთებულ შტატებს ევროკავშირთან ასობით მილიარდი დოლარის დეფიციტი აქვს, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება! - ამბობს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, ევროკავშირს არ უნდა ამერიკული მანქანები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, თუმცა ისინი ევროკავშირისას იღებენ.
"ასე დიდხანს ვეღარ მოგვექცევიან, ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, აშშ ნაგავსაყრელად აქციონ", – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ამერიკისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს, რაც, ტრამპის აზრით, ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ქარის ენერგიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.