23 დეკემბერი 2024,   17:26
ვრცლად
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გენმოდიფიცირებული ღორები ადამიანების ორგანოების დეფიციტის პრობლემას აღმოფხვრიან

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გენმოდიფიცირებული ღორები ადამიანების ორგანოების დეფიციტის პრობლემას აღმოფხვრიან. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

აშშ-ის ჯანდაცვის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ორგანოს გადანერგვას 100 000-ზე მეტი ადამიანი ელოდება და ყოველ 8 წუთში კიდევ ერთი ადამიანი ემატება მომლოდინეთა სიას. ორგანიზაციის ცნობით, ორგანოების უკმარისობის გამო, ყოველდღე 17 ადამიანი იღუპება.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გადანერგვისთვის საჭირო ორგანოების მკვეთრი დეფიციტის აღმოფხვრას გენმოდიფიცირებული ღორები აღმოფხვრიან.

2022 წელს, მერილენდის მკვიდრ დევიდ ბენეტ უმცროსს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს და მან 60 დღე იცოცხლა. ის პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ღორის გული მიიღო.

ბენეტმა და სამმა სხვა პაციენტმა, გენმოდიფიცირებული ღორის გული თანმიმდევრობით მიიღეს. აღნიშნული ექსპერიმენტალური ოპერაცია FDA-ს "თანაგრძნობის პროგრამის ფარგლებში" ჩატარდა, რომელიც სპეციალურ და საგულდაგულოდ შემოწმებულ გარემოებებში ქსენოტრანსპლანტაციის საშუალებას იძლევა. ოთხივე ადამიანი ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ექსპერიმენტული პროცედურა განვითარებას აგრძელებს.

დღის ამბები