22 მარტი 2025,   19:22
ვრცლად
დუბაის ღირსშესანიშნაობა - "ბურჯ ხალიფა" ქართული დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

მსოფლიო მთავრობების სამიტზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეთა პატივსაცემად, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა "ბურჯ ხალიფა" ქართული დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა.

პარალელურად, ემირატების ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების, Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვახშამზე უმასპინძლა. სწორედ Emaar ჯგუფს ეკუთვნის ბურჯ ხალიფა. ცათამბჯენი დღემდე რჩება კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად.

დუბაიში "ბურჯ ხალიფაზე" საქართველოს დროშა იანვრის ბოლოსაც გამოსახეს. ამის მიზეზი მაშინ საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმება იყო.

დღის ამბები