
შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან, - ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე დღეს კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი.
"ქართული ოცნების" წევრების განაცხადებით, ოფიციალურ თბილისს აქვს სრული მზაობა და ახლა შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. მათივე თქმით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზეც, შეძლებს თუ არა ტრამპი ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ე.წ. დიფ სთეითთან ბრძოლა, რომელიც დონალდ ტრამპმა დაიწყო, წარმატებული იქნება.
"ნამდვილად არის იმის მაღალი ალბათობა, რომ ამ საერთო პოლიტიკურ სულისკვეთებაში ასევე პოლიტიკური ურთიერთობის მომავალი დაემთხვეს ორ ქვეყანას შორის. ეს უნდა იყოს, ბუნებრივია, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა. ამისთვის ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და ყოველთვის ვართ მზად. რეალურად, ჯერი არის რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც წამოიწყო შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა და რასაც ჰქვია ე.წ. დიფ სთეითთან ბრძოლა, იქნება წარმატებული, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.