
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - კიდევ ერთი თემა, რაც ოპოზიციისთვის უთანხმოების საგნად რჩება. თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვეტილად არ მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა", ბარიერგადალახულ პარტიებში ეს ერთადერთია, ვინც ცალსახად ამბობს, რომ ამომრჩეველს ბიულეტენზე მისი ნომერი არ დახვდება. დანარჩენ სამ პარტიაში კონკრეტულ პასუხს კითხვას არ სცემენ. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა.
"ახლა, თვითმმართველობის არჩევნები საერთოდ არ არის აქტუალური მარტივი მიზეზის გამო - დღეს, ჩვენ და საზოგადოებას გვაქვს მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა,"- აცხადებს "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, "პოლიტიკურად არასწორია":
"როგორ შეიძლება ცხადად თქვა - ვიღებ თუ არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში მაშინ, როდესაც ალა ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ვართ. პოლიტიკურად არასწორია ვინც გამოდის და იძახის, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ერთი წამითაც არ ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება შემდეგ,"- აღნიშნავს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი ვიკა ფილფანი.
ავტორი: ნანა გოგატაძე.