08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
შეერთებული შტატები უვიზო მიმოსვლას ამკაცრებს

შეერთებული შტატები უვიზო მიმოსვლას ამკაცრებს - თეთრი სახლი აქვეყნებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც გამკაცრდება შემოწმების პროცესი იმ მოქალაქეებზე, რომლებიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 38 პარტნიორი ქვეყნიდან შევლენ. ეს ის ქვეყნებია, რომელსაც შეერთებულ შტატებთან ვიზა არ სჭირდებათ.

ასევე მოხდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესული მოქალაქეების ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვება. მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები და აზიის რამდენიმე ქვეყანა.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებას უკავშირდება.

 

 

დღის ამბები