20 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
რუსეთმა თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა. გადაწყვეტილება როს სელ ხოზ ნადზორმა უკვე მიიღო, თუმცა ძალაში რამდენიმე კვირაში შევა. ამ ფაქტს უწყების ოფიციალური წამრომადგენელი ალექსეი ალექსეენკო სააგენტო სპუტნიკთან საუბარში გამოეხმაურა.

მისი თქმით, თურქეთის მიმართ დაწესებულმა ემბარგომ მეზობელი ქვეყნები გაახარა და ეს ინფორმაცია საკმაოდ პოზიტიურად მიიღო საქართველომ, ასევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

ალექსეენკო ამბობს, რომ ეს ქვეყნები გაზრდიან პროდუქციის მიწოდებას და შესაძლოა იმპორტის პროცესში ირანიც გააქტიურდეს.

ამ შეფასებას საქართველოს მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძისთვის გაუგებარია რა პოზიტიურ სიგნალებზეა საუბარი.

 

დღის ამბები