20 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ბოლო დროის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან - ილია მეორე საქართველოში მოღვაწე მუფტებს შეხვდა

ბოლო დროის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოში მოღვაწე მუფტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ილია მეორის განცხადებით, მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს მუსულმანურ რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს თხოვა აზრი გამოეთქვა, რა გზები არსებობს არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და იქნება უფრო ხშირი.

„რადგან ჩვენ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტები, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენ ვრთ ქართველები,“ - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ პატრიარქი პირადად გაიცნო და ჰქონდათ კარგი შეხვედრა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ამ შეხვედრით ორ რელიგიას შორის ტოლერანტობისა და თანამშრომლობის დემონსტრირება მოხდა.

დღის ამბები