ეკონომიკის მინისტრი დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მათ მთავრობის სამომავლო გეგმა წარუდგინა. მინისტრმა მათ გააცნო ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში და რა როლი ეკისრებათ ბიზნესმენებს ამ პროცესში.
„სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის განვითარება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანა, შესაბამისად დიალოგი კერძო სექტორთან. შესაბამისად ის რეფორმები რომელსაც ჩვე ვატარებთ, მათთვის ამ ინფორმაციის მიტანა და პირიქით მათგან მოსმენა რა საჭირბოროტო საკითხები აქვთ, მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.